არჩვნები 2020
ვაჟა ჩიტაშვილი შესაძლოა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გახდეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცნობილია.
დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

პარტიის დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პოლიტიკური კანდიდატების ნაწილზე შეთანხმდნენ,
როგოც ცნობილი ხდება ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ვაჟა ჩიტაშვილი იქნება ვაჟა ჩიტაშვილმა ,,ევროპული საქართველო" მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დატოვა აქამდე პარტიის რიგებიდან გასვლის მიზეზებზე ჩიტაშვილს კომენტარს არ გაუკეთებია,
ვაჟა ჩიტაშვილი 1963 წელს ვალეში დაიბადა 2004–12 წლებში სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში სხვასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2008 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2012–2016 წლებში იყო ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან".

ვაჟა ჩიტაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობიდან" ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. მან პირველი ტური მოიგო. ჩიტაშვილმა ხმების 44,07% დააგროვა. მეორე ტურში კი დამარცხდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.