არჩვნები 2020
მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მთელს გუნდს - ანტონ ობოლაშვილი
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან" ანტონ ობოლაშვილმა, რომელიც გუშინ ოცნებამ ბორჯომის, ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა პირველი კომენტარი სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა ,,მინდა, მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მთელს გუნდს ნდობისათვის. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ვიყო ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
მაქსიმალურად ვიქნები ჩემი რეგიონის ინტერესების დამცველი და აქტიური მონაწილე ყველა იმ პროცესისა, რაც მიმართული იქნება ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მცხოვრებთა კეთილდღეობისკენ. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გუნდთან ერთად, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით, ხელს შევუწყობ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტების გაძლიერებასა და განვითარებას, რაც ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია.“

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მკვიდრია იგი შპს „გლობალფარმის“ 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორია. კომპანია ფარმაცევტული საქონლით საბითუმო ვაჭრობის სფეროში მოღვაწეობს.
გარდა ამისა, ობოლაშვილი შპს „პარკლაინის“ 60%-იანი წილის; შპს „მესხეთი 2004-ის“ – 100%იანი წილის; „ჯეომედიცინის“ 35%-იანი წილის მფლობელია.

ობოლაშვილი 2019 წელს ადიგენის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს,
სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტიდან საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული წესით ორი დეპუტატი აირჩევა, ერთ მაჟორიტარს ახალქალაქი და ნინოწმინდა, ხოლო ერთ მაჟორიტარს ასპინძა, ახალციხე, ადიგენი და ბორჯომი აირჩევს.

ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.