სოფელ ზანავის #21 საარჩევნო უბანზე ხმების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო
ზანავის #21 საარჩევნო უბანზე წინასწარი შედეგებით, დამოუკიდებელმა
კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
ნდობა მას 240-მა ამომრჩეველმა გამოუცხადა, "გაერთიანებული ოპოზიციის"
კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 151 ხმა დააგროვა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც ამ უბანზე სალომე
ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან 164 ხმა მიიღო. გრიგოლ ვაშაძეს კი მხარი
130-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.