„ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები
კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით,
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პოლიტიკური გუნდის
მიერ
მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა
მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ
ვაშაძემ - 45%.
კომპანიამ კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა და
წარმოდგენილი მაჩვენებელი პირველად შედეგებს შეადგენს.ეგზიტპოლის
ცდომილება 3 %-ია.
მონაცემები 17:00 საათის მაჩვენებელია.