ახალციხის #32 საარჩევნო უბნის გარეთ, მოქალაქეებს ამომრჩეველთა
სამაგიდო სიები აქვთ.
ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ინფორმაციით ვიდეოკამერამ
დააფიქსირა წითელ მიკროავტობუსში მხსდომი პირები, რომლებსაც
ამომრჩეველთა მონაცემები აქვთ. სიებში მოქალაქეების პირადი ინფორმაცია
და ფოტოებია შეტანილი. სამაგიდო სიების საარჩევნო უბნიდან გამოტანა
აკრძალულია.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ამომრჩევლები არიან და მეზობლებთან ერთად
უბანზე ხმის მისაცემად მივიდნენ.
უბნის თავმჯდომარე ვეფხია დიაკონაშვილი ამბობს, რომ სია გარეთ არავის
გაუტანია.
საოლქო საარჩევნო კომისიაში ინფორმაცია არ აქვთ. თავმჯდომარის თქმით,
უბნებს სამაგიდო სიები გუშინ, 27 ნოემბერს ბიულეტენებტან ერთად
დაურიგდათ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.