როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი N25 საარჩევნო უბანზე
11:05 / 28.11.2018
ბორჯომის N25-ე საარჩევნო უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა.კენჭისყრის
პროცესი აქ ზუსტად 8-საათზე დაიწყო.
8 საათზე დააფიქსირა საკუთარი ნება პირველმა ამომრჩეველმაც.როგორც
საარჩევნო უბნის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის პროცესი მშვიდ
გარემოში მიმდინარეობს.უბანზე 860 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ,რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით საპრეზიდენტო არჩევნების
მეორე ტური მიმდინარეობს.პრეზიდენტობისთვის 2 კანდიდატი სალომე
ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იბრძვიან.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,30 საარჩევნო უბანზე სულ 26 772
ამომრჩეველია რეგისტრირებული.გადასატანი საარჩევნო ყუთით დღეს
ბორჯომში 600-მდე ამომრჩეველი ისარგებლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.