გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია
დღეს,ბორჯომის მუნიციპალიტეტში გადასატანი საარჩევნო ყუთით 600-მდე
ამომრჩეველი ისარგებლებს.
როგორც ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან დევიძე
აცხადებს,პირველი ტურის მონაცემებთან შედარებით გადასატანი ყუთით
მოსარგებლე ამომრჩეველთა რაოდენობა უმნიშვნელოდ არის გაზრდილი.
შეგახსენებთ,რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე
ტური მიმდინარეობს.ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფუნქციონირებს
30 საარჩევნო უბანი. რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა 26
772-ია.