ბორჯომის 30-ივე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო
ბორჯომის 30-ივე საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა , კენჭისყრის
შენობებში ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათიდან დაიწყო.
პროცესი ამ დრომდე საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით
მიმდინარეობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ რეგისტრირებულია 26 772
ამომრჩეველი.
შეგახსენებთ,რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე
ტური მიმდინარეობს.არჩევნებისთვის 3 703 საარჩევნო უბანია
შექმნილი.
ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 - ია.