პოლიტიკა
არჩევნების მეორე ტური უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება - მამუკა ბახტაძე
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ბახტაძე გამოეხმაურა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველომ არჩევნების კუთხით ნაბიჯი გადადგა არა წინ, არამედ უკან.

„შეგიძლიათ ნებისმიერ საერთაშორისო ანგარიშში გაეცნოთ, რომ 2012 წლიდან, რაც კი არჩევნები ჩატარდა, ჩატარდა უმაღლესი სტანდარტების დაცვით. 2012 წელს როგორ ჩატარდა, ეს კარგად ახსოვს მოსახლეობას. არჩევნები, რომელიც გველოდება წინ, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით. 2012 წლიდან სწორედ მაღალი სტანდარტის არჩევნების ჩატარება გახდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ხელწერა, რამაც უზრუნველყო ორი რამ - საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუტურებში. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან და ეს არის ყველაზე უკეთესი გზავნილი, თუ რა წარმატებები აქვს საქართველოს დემოკრატიის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. საქართველო აღიარეს ყველაზე წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. სპეციალურად საქართველოსთვის შეიქმნა ფორმატი და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირი ესაუბრება ამ სტატუსით. სწორედ ეს არის ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი გზავნილი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.