არჩევნები 2018
არჩევნების პირველ ტურზე პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჯამში 14 მილიონ ლარამდე დახარჯეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი  აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ გაწეულმა ხარჯმა ჯამში 13 839 319 ლარი შეადგინა.



როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული


6 351 949 ლარი  -  მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დახარჯა

1 133 536 ლარის -  ხარჯი უფიქსირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“

1 026 784 ლარი - დახარჯა „ევროპულმა საქართველომ“




აუდიტის სამსახურის ცნობით


სალომე ზურაბიშვილმა რეკლამაში სულ 5 235 606 ლარი დახარჯა, სამივლინებო ხარჯში - 25 250 ლარი, 

„ერთიანმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაში 633 245 დახარჯა, რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, აღნიშნულმა პარტიამ მივლინებაში ჯამში 1 005 ლარი დახარჯა.

„ევროპულმა საქართველომ“ რეკლამაში სულ 753 647 ლარი დახარჯა, ხოლო მივლინებებში - 1 920 ლარი.



აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია მოიცავს საბიუჯეტო დაფინანსებასა და შემოწირულებებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.