ბორჯომში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა
ბორჯომის საარჩევნო ოლქში, ოცდაათივე საარჩევნო უბანზე ხმები
დათვლილია. წინასწარი მონაცემებით ხმების 50.22% - სალომე
ზურაბიშვილმა, ხოლო
28.03% გრიგოლ ვაშაძემ მოაგროვა.
30 საარჩევნო უბნიდან სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთი საარჩევნო
უბანი (#6 ახალი უბანი) წააგო.
ხმების 10.42% მოაგროვა ბორჯომში დავით ბაქრაძემ.
არჩევნების წინასწარი შედეგები ქვეყნის მასშტაბით
ცესკოს ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით დათვლილია ხმების 99,57
პროცენტი და წინასწარი მონაცემებით მეორე ტური გაიმართება, რადგან
ვერც ერთმა კანდიდატმა 50 პროცენტზე მეტი ვერ მიიღო.
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს
ხმების 38,66 პროცენტი აქვს მიღებული. გაერთიანებული ოპოზიციის
კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,7 პროცენტი აქვს მიღებული.
რაც შეეხებათ დანარჩენ კანდიდატებს, დავით ბაქრაძეს აქვს 10,97
პროცენტი, შალვა ნათელაშვილს — 3,76, დავით უსუფაშვილს — 2,26, ხოლო
ზურაბ ჯაფარიძეს — 2,26.