მოსახლეობის 59%-მა კამპანიის დაწყებამდე გადაწყვიტა თუ ვის მისცემდა ხმას - NDI
მოსახლეობის 59%-დან, საარჩევნო ასაკის 38%-მა საარჩევნო კამპანიის
დაწყებამდე(აგვისტომდე) გადაწყვიტა, თუ ვის მისცემდა ხმას.
კითხვაზე, როდის გადაწყვიტეთ ვისთვის მიგეცათ ხმა ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში, გამოკითხულთა 27% პასუხობს, რომ
საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. 13%-მა გადაწყვეტილება არჩევნების
დღეს მიიღო, 1%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში,
საქართველოს
მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის
საფუძველზე,
ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის
ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების
ზღვარი
არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.