ადგილობრივი არჩევნების შედეგებით 49% ნაწილობრივ კმაყოფილია - NDI
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, საერთო ჯამში,
49% ნაწილობრივ კმაყოფილია.
გამოკითხულთა 19% - ძალიან კმაყოფილი, 15% კი ნაწილობრივ უკმაყოფილო;
10% შედეგებით ძალიან უკმაყოფილოა, 5%-მა კი კითხვაზე პასუხი არ
იცის.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში,
საქართველოს
მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის
საფუძველზე,
ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის
ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების
ზღვარი
არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.