ლევან ლიპარტია 55,22%, ზაზა ჩაჩანიძე 44.78% - მეორე ტური ბორჯომში ოცნების კანდიდატმა მოიგო
ბორჯომში არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგებით მერი "ქართული
ოცნებიდან" ლევენ ლიპარტია გახდა
30 უბანზე ხმები დათვლილია და საბოლოო შედეგი ასე გამოიყურება. ზაზა
ჩაჩანიძე 6176 ხმა, 44. 78%, ლევან ლიპარტია 7615 ხმა, 55.22%.
პირველ ტურში, კანდიდატებს შორის 24 ხმა იყო განსხვავება, ლევან
ლიპარტიას 40.35%, ზაზა ჩაჩანიძეს კი 40.15% ჰქონდა.
ამომრჩეველთა აქტივობა ბორჯომში - 52.89% იყო.