ბორჯომის სამ საარჩევნო უბანზე სამი საჩივარი დაიწერა
ა.ო. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა ბორჯომის სამ
საარჩევნო უბანზე საჩივრები დაწერეს.
მათი ინფორმაციით, სოფელ დვირის #15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს
ორი ამომრჩევლისთვის ხელის მოწერა დაავიწყდა. ასევე სოფელ ზანავის #21
საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა ვადაგასული პირადობით მისცა,
ბორჯომის #25 საარჩევნო უბნის გადასატან ყუთში კი სამი ცარიელი
კონვერტი აღმოჩნდა.
სამივე საჩივარზე, ახსნა-განმარტებით ბარათი დაიწერა.