არჩევნები 2017
შსს-ში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ბორჯომში საარჩევნო უბნებზე ძალოვანი უწყებების განსაკუთრებული მობილიზებაა
შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ბორჯომში საარჩევნო უბნებზე ძალოვანი უწყებების განსაკუთრებული მობილიზებაა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, არჩევნების მეორე ტური ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"სამართალდამცველები მობილიზირებულები არიან ექსცესების თავიდან ასაცილებლად, ან უსაფრთხოების მიზნით, თუმცა, არანაირი განსაკუთრებული მობილიზება სამართალდამცველების საარჩევნო უბნებზე არ მომხდარა", - აცხადებენ სამინისტროში.

პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ბორჯომის მერობის კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ დღეს განაცხადა, რომ თითქმის ყველა უბანზე მობილიზებულნი არიან ძალოვანი უწყების თანამშრომლები, განსაკუთრებით სოფლებში.

მისივე თქმით, ეს ქმნის საარჩევნო უბნებში სერიოზულ პრობლემას. ის იმედს გამოთქვამს, რომ დღის განმავლობაში ამომრჩეველს შესაძლებლობა მიეცემა საკუთარი აზრი თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.