დღეს არჩევნების მეორე ტურია
ხმის მიცემის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე ზუსტად 08:00 საათზე
დაიწყება.
12 ნოემბერს, თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი
თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის
მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური
გაიმართება.
როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, მეორე ტურში
სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში 6 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს,
მათგან ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია.
არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, მათ შორის,
ერთი ქალაქ ქუთაისში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო
უბანია.
რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში
328 272-ს შეადგენს.
12 ნოემბრის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ
რეგისტრირებული დაკვირვების უფლების მქონე 2 143 წარმომადგენელია. რაც
შეეხება სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს: დაკვირვების უფლების
მქონე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 149 და საერთაშორისო
სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელია რეგისტრირებული,
ასევე, მედია ორგანიზაციის 4 688 წარმომადგენელი“,-აღნიშნა ცესკოს
სპიკერმა.