არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე
ტური 12 ნოემბერს ჩატარდება. მეორე ტური ქუთაისში, მარტვილში,
ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში გაიმართება.
აღნიშნულ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა
50%-იანი ბარიერი.
შეგახსენებთ, ბორჯომის მერობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან
ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძემ
იბრძოლებენ.