15:00 საათის მონაცემებით ბორჯომში საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 32,7%-მა დააფიქსირა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 15:00 საათის მონაცემებით
საარჩევნო უბანზე 8673 ამომრჩეველი მივიდა, რაც 32,7%-ს შეადგენს.
ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი
ამ დრომდე მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.