პარლმანტის თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი N2 ვაკის ოლქის N53 საარჩევნო
უბანზე დააფიქსირა. ის საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
„ჩვენ გავაკეთეთ დღეს ჩვენი არჩევანი ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებში. ჩვენ ხმა მივეცით იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია
განვითარების სულ სხვა დონეზე აიყვანოს ჩვენი ქალაქი და გახადოს ეს
ქალაქი ისეთი, როგორიც გვინდა თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თბილისელს.
ჩვენთვის მთავარია თბილისის განვითარება. დღევანდელი არჩევანი ჩვენ
გავაკეთეთ თბილისის სიყვარულით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი
უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.