ელენე ხოშტარიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ელენე ხოშტარიამ საკუთარი არჩევანი თბილისში, მე-12 საარჩევნო უბანზე
დააფიქსირა.
”ხმა მივეცი იმ რწმენის დაბრუნებას, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენვე
შეგვიძლია გავხადოთ მოხერხებული, სამართლიანი, ადამიანებზე
ორიენტირებული და იმ ხედვას, რომელიც მგონია, რომ სწორედ ამას
მოიტანს. ძალიან გულანთებული ვარ იმისთვის, რომ ეს მანდატი მივიღო და
შევუდგე საქმის გაკეთებას”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.