ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
„ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა
მელიამ საკუთარი არჩევანი #6 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
ნიკა მელიამ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით,
აქტივობა ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია გაყალბების
გასანეიტრალებლად.
"ძალიან ბევრი რამ ითქვა ამ არჩევნების შესახებ თვეების განმავლობაში
და მე არ მგონია, რომ დარჩა მოქალაქე, რომელიც ვერ აცნობიერებს ამ
არჩევნების მნიშვნელობას. ახლა ყველაზე მთავარია, რომ მაქსიმალურად
ყველა მოქალაქე გამოვიდეს საარჩევნო ურნებთან. ეს არის ის მექანიზმი,
რომელიც გაანეიტრალებს "ქართული ოცნების" მხრიდან ყველა გაყალბების
სქემას. მუშავდება, რა თქმა უნდა, არაერთი სქემა, "ქართული ოცნების"
მხრიდან გაყალბების, მაგრამ თუკი იქნება მაღალი აქტივობა, ვერც ერთი
მილიონერი, ვერც ერთი მილიარდერი და ვერანაირი გაყალბების მეთოდი ვერ
იქნება წინააღმდეგობაში მოსული ხალხის ნებასთან. არჩევნები უნდა
გახდეს გარდამტეხი ქვეყნის მომდევნო განვითარებისთვის. მომდევნო
ათწლეული დამოკიდებულია დღევანდელ არჩევნებზე. ხალხი არის მეტად
უკმაყოფილო ქვეყანაში ყველა მიმართულებით. საზოგადოებას გაცილებით
მეტად უჭირს, ვიდრე თუნდაც შარშან უჭირდა. არ აქვთ თუნდაც იმედიც კი
ხვილინდელი უკეთესი დღის დადგომის და ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი
გამოსავალია, ეს არის ხელისუფლების ცვლილება და დღეს დადგა ის დღე,
როცა მაღალია იმის ალბათობა და შანსი, რომ შევცვალოთ
თვითმმართველობაში მილიარდერ ივანიშვილის ხელისუფლება", - განაცხადა
ნიკა მელიამ.