პრემიერმა არჩევანი ოჯახთან ერთად დააფიქსირა
გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე
საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან
ერთად მივიდა.
"მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება; სადაც
ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია; სადაც მწვანე ზონებია იმისთვის,
რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ; სადაც განათლების
სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის ძალიან მაღალი ეკონომიკური
დინამიკა; სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც
ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს.
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ,
თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.