ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლები დღეს 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ
21 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058
წევრს და 64 მერს აირჩევენ.
არჩევნების დღეს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში 3 სახის ბიულეტენი
გადაეცემა:
- ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის
პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად;
- ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის
ასარჩევად;
- ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან
თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.