ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნა - ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო
უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის
განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართება. ხმის
მიცემის პროცედურა 08:00 საათიდან დაიწყო, უბნებზე პირველი
ამომრჩეველიც გამოჩნდა. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე
გაიმართება.
რამდენად შეიქმნა პრობლემა 07:00 საათზე რომელიმე უბნის გახსნასთან
დაკავშირებით, ცოტა ხანში, ცესკოში დაგეგმილ პირველ საინფორმაციო
ბრიფინგზე გახდება ცნობილი.