ბორჯომში მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ ლევან ლიპარტია იქნება
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო „ მერობის
კანდიდატების სიას ასაჯაროებს. უკვე ცნობილია სამცხე-ჯავახეთის
ექვსივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების ვინაობა.
ბორჯომში მერობის კანდიდატია - ლევან ლიპარტია, ახალციხეში - ზაზა
მელიქიძე, ადიგენში - ზაქარია ენდელაძე, ასპინძაში - როსტომ
მაგრაქველიძე, ახალქალაქში - იურიკ უნანიანი, ნინოწმინდაში - ანივარდ
მოსონიანი.
ინფორმაციას ამის შესახებ ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს"
პრესსამსახური ავრცელებს.