მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დებატებამდე 1 დღე რჩება.
22 და 23 სექტემბერს ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარული ოლქის 10-ივე კანდიდატს ტ/კ "ბორჯომის" ეთერის საშუალებით შეეძლება საარჩევნო პროგრამები ამომრჩეველს გააცნოს, მაყურებელს კი შესაძლებლობა ეძლევა მოისმინოს კანდიდატების პროგრამები და ხედვები რეგიონში არსებული მთავარი პრობლემების მოსაგვარებლად. გადაცემა რომელიც 4 ნაწილისგან შედგება, პირდაპირ ეთერში 21:00 საათზე დაიწყება.