ახალი ამბები
24 ნოემბერს ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთობლივ მარშს გამართავენ
კვირას, 24 ნოემბერს, 5 საათზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები გამართავენ ერთობლივ მარშს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ლიგამუსი) აიღებს გეზს.

„26 ოქტომბრის არალეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს მძლავრი და მჩაგვრელი ავტორიტარული რეჟიმი. რეჟიმის გაცხადებული მიზანია იერიში მიიტანოს აკადემიურ თავისუფლებაზე და აბსოლუტური კონტროლი დაამყაროს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეებზე.

ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოლო დროს განახორციელა (უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა თუ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონები, მათი ასახვა სხვადასხვა მარეგულირებელ დოკუმენტებში, მათ შორის, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში), “სუვერენიტეტისა” და “ტრადიციების” დაცვის სახელით, ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

ეს კანონები ზუსტად იმეორებს რუსეთისა და უნგრეთის მაგალითებს, სადაც მსგავსმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დამანგრეველი შედეგი უკვე გამოიღო. ამ ქვეყნების საგანმანათლებლო სივრცეებიდან განიდევნა კრიტიკულად მოაზროვნე სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები, ბოლო მოუღო უნივერსიტეტების ავტონომიას და გაურკვეველი ვადით შეაჩერა ამ ქვეყნების დემოკრატიული განვითარება.

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ვითვალისწინებთ რა აღნიშნულ გამოცდილებებს, არ დავუშვებთ იგივე განმეორდეს საქართველოში. ჩვენ, საკმარისად ბევრი ვიბრძოლეთ და ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეგვექმნა აკადემიური თავისუფლების, სწავლისა და კვლევის ისეთი სივრცეები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას წაადგებოდა.
შესაბამისად, ჩვენ არ შევეგუებით ამ ქვეყნის და მისი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ავტორიტარული რეჟიმის მიერ მიტაცებას და ვიბრძოლებთ ბოლომდე მათ დასაცავად“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.