ჩიზქეიქი, იგივე ყველის ნამცხვარი,
ანუ ტკბილი დესერტი შედგება ერთი ან მეტი ფენისგან.
ჩიზქეკის სამშობლოდ ძველი
საბერძნეთი ითვლება. სახელწოდება ჩიზქეიკი გაჩნდა ინგლისში მე-15
საუკუნეში, აქამდე იხმარებოდა მისი ბერძნული ან რომაული
სახელწოდებები. გლობალური პოპულარობა ჩიზქეიკმა ამერიკაში გავრცელების
შემდეგ მოიპოვა, სადაც მას ევროპიდან გადასახლებული პირველივე ოჯახები
ამზადებდნენ.
როგორ
მოვამზადოთ უგემრიელესი ჩიზქეიქი?
გთავაზობთ ინგრედიენტებს და მისი
მომზადების წესს.
შემადგენლობა:
150 გრ ორცხობილა
100 გრ კარაქი
1/4 ჩ.კ მარილი
2 კვერცხი
500 გრ ხაჭო
100 გრ თეთრი შოკოლადი
3 სუფრის კოვზი არაჟანი
1 ლიმონის ცედრა
1/3 ლიმონის წვენი
2 სუფრის კოვზი მანანის
ბურღული
3 სუფრის კოვზი ჟოლოს
მურაბა
ჟოლო
გაფორმებისთვის.
მომზადება:
დაფხვენით ორცხობილა, დაუმატეთ
გამდნარი კარაქი და მარილი, აურიეთ და მოათავსეთ გამოსაცხობ ტაფაზე,
სადაც საცხობი ქაღალდია დაფენილი.
ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად,
დაუმატეთ ცედრა და ლიმონის წვენი, მარილი, დაბლენდერებული
ხაჭო,არაჟანი, გამდნარი შოკოლადი და მანანის ბურღული – ავურიოთ
კარგად. ორცხობილის ფენას თანაბრად წავუსვათ ჟოლოს მურაბა და ზემოდან
დავასხათ ხაჟოს მასა.
გამოაცხვეთ 30-40 წუთი 200
გრადუსიან ცეცხლზე, შემდეგ მოაყარეთ ჟოლო, გააგრილეთ და ცოტა ხნით
შეგიძლიათ მაცივარშიც შედოთ. შემდეგ, მიირთვით
გემრიელად.
გაგვიზიარეთ თქვენი
რეცეპტიც!