საზოგადოება
ახალციხეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს
ახალციხეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს.

სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში გამართულ პარტიულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს აირჩევენ.

„სამცხე-ჯავახეთში პარტიული კონფერენციები ორი დღის განმავლობაში გაიმართება. დღეს გვექნება ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში, ხვალ კი – ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. იქნება განხილვები, საუბრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნული იქნება ისიც, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. კონფერენციები უკვე ჩატარდა აჭარასა და თბილისში.

წყარო: მეცხრე არხი
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.