დღეს,ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიურ
სხდომაზე,დეპუტატებმა 4 საკითხი განიხილეს.რიგით 1-ლი საკითხი 2019
წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ცვლილებების შეტანას ეხებოდა,კერძოდ
170 000 ლარით შემცირდა ფეხით სავალი ნაწილის მოპირკეთების ხარჯები,30
000 ლარით კი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების
რეაბილიტაციის ხარჯები,გამოთავისუფლებული თანხა რამდენიმე
მიმართულებით გაიხარჯება.საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა,რომ
მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით ბორჯომის საფეხბურთო
გუნდ „თორს“, ერთჯერადად , 30 000 ლარი გადაეცემა.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს სტიქიის პრევენციის
ხელშეწყობის მიზნით ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2019 წელს
დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების შესახებ.
რიგით მეოთხე საკითხი ეხებოდა,ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური
უზრუნველყოფის განყოფილების ინფორმაციას 2019 წელს დაგეეგმილი და
შესრულებული მომსახურების შესახებ.