ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების
საფრთხის გამო თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 14 ადამიანი იმყოფება, -
ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილემ
განაცხადა. შალვა ბერძენიშვილი tv9news.ge-სთან განმარტავს, რომ
,,თვითიზოლაციაში ყოფნა მაინც, მოქალაქის კეთილ ნებასა და ოჯახის
ექიმის აქტიურობაზეა დამოკიდებული".