"ჩემმა თანამშრომლებმა, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა, ხახაში უნდა
ჩათხარონ ნიმუშის ასაღებად ჩხირები, მათ ამ დროს ავადმყოფები სახეში
ახველებენ და მათ არაფრის ეშინიათ, აცადეთ ამ ადამიანებს ნორმალურად
მუშაობა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას " - ამის შესახებ დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის
მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების
შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მარნეულში
საველე ჰოსპიტალთან მოქალაქეების რიგებს შეეხებოდა.