კერძო სექტორის ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით,
პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც
ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან
ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირებას და რესურსების სწორად
გადანაწილებას ახდენს.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელის
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი
პაციენტი ახალ კლასტერს წარმოადგენს და ისინი ამერიკიდან არიან
ჩამოსულები.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 61-მდე
გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
საგამოძიებო სამსახურმა, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით
დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, თბილისში კომერციული
ობიექტი დახურა, რომელშიც 600-მდე თანამშრომელი იყო დასაქმებული.
მთავრობა ისეთ სოციალურ ღონისძიებებს კრძალავს, რომელიც
დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან, მაგალითად,
როგორიცაა ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის
ინფორმაციით, მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი
ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი.
საქართველოში სასწავლო პროცესი კიდევ ერთხელ, ამჯერად 21 აპრილამდე
გადაიდო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მარტს გამოცემულ
181-ე დადგენილებაშია აღნიშნული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.