საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და „ლიბერთი ბანკთან“ აქტიური
თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის
მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე
აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, შესაბამისი თანხა
მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო. ამის შესახებ
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.