პირი,რომელმაც ბორჯომში ძაღლი 12-ე სართულიდან გადმოაგდო იდენტიფიცირებულია
08 / აპრილი 2020
პირი,რომელმაც ბორჯომში ძაღლი 12-ე სართულიდან გადმოაგდო იდენტიფიცირებულია
ტელეკომპანია "ბორჯომს", მოქალაქე დაუკავშირდა და შეგვატყობინა, რომ ბორჯომში, მამაკაცმა ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო.
ბორჯომსა და ახალციხეში აგრარული ბაზრები დროებით დაიხურა
08 / აპრილი 2020
ბორჯომსა და ახალციხეში აგრარული ბაზრები დროებით დაიხურა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული სამი აგრარული ბაზრიდან ორი დღეს, რვა აპრილს დაიხურა. ბორჯომის და ახალციხის ბაზრების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს დროებითია და პირობების მოწესრიგების შემდეგ, სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებას გააგრძელებს.
კორონავირუსით დაზარალებულებისთვის სადაზღვეო შენატანებზე შეღავათები დაწესდება
08 / აპრილი 2020
კორონავირუსით დაზარალებულებისთვის სადაზღვეო შენატანებზე შეღავათები დაწესდება
მათთვის, ვინც კორონავირუსის გამო, შემოსავლები დაკარგა, შესაძლოა, სადაზღვეო შენატანებზე შეღავათები დაწესდეს. ამის შესახებ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა.
რა შემთხვევაში ინიშნება პრეპარატი „პლაქველინი“
08 / აპრილი 2020
რა შემთხვევაში ინიშნება პრეპარატი „პლაქველინი“
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, პრეპარატი „პლაქველინი“ პაციენტების კლინიკური სურათის მიხედვით ინიშნება.
ქვეყნის მასშტაბით კარანტინისთვის 6 568 ოთახია მობილიზებული
08 / აპრილი 2020
ქვეყნის მასშტაბით კარანტინისთვის 6 568 ოთახია მობილიზებული
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით,  კარანტინში 4682 ადამიანი იმყოფება და ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით 86 სასტუმროში არიან განთავსებულები.
საქართველოში 200 000 სწრაფი ტესტის შემოტანა იგეგმება
08 / აპრილი 2020
საქართველოში 200 000 სწრაფი ტესტის შემოტანა იგეგმება
ამ ეტაპისთვის საქართველოში დამატებით შემოსულია 10 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, ხოლო გზაშია კიდევ 18 000 ცალი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შესაძლოა კორონავირუსის გამო ვანი ჩაიკეტოს
08 / აპრილი 2020
შესაძლოა კორონავირუსის გამო ვანი ჩაიკეტოს
რამდენიმე დღის წინ ვანში ჩასულ ქალბატონს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა , გუშინ კი კორონავირუსი დაუდასტურდა . აღნიშნულ პიროვნებას ვანის ერთ-ერთ სოფელში აქვს პატარა მაღაზია და დღის განმავლობაში რამდენიმე ათეულ ადამიანთან ქონდა კონტაქტი. ამ ვითარების გამო,  პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან. ვირუსის პრევენციის მიზნით სესაძლოა ვანი ჩაიკეტოს, განცხადება უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე იყო განხილული.
ქართული წარმოების პირბადეების ფასი 50 თეთრია
08 / აპრილი 2020
ქართული წარმოების პირბადეების ფასი 50 თეთრია
დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევიდა და თითოს ფასი 50 თეთრი იქნება.
ავტოსაგზაო შეთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს გზაზე
08 / აპრილი 2020
ავტოსაგზაო შეთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს გზაზე
ავტოსაგზაო შეთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს გზაზე, სოფელ ივლიტასთან. მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაყირავდა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „იმედში“ შეიყვანა, თუმცა კატასტროფის ბრიგადას ამ წუთებში თბილისში გადაჰყავს.
ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს
08 / აპრილი 2020
ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს
ქუთაისის მერიაში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.