საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის
განაცხადებით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების
მოხსნა არ განიხილება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური
დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე მეტ საფრთხეს შეიცავს.
მისივე თქმით, კაფეების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, როგორც
ხალხმრავლობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საფრთხის შემცველი
ობიექტების გახსნა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმით, ბოლო ეტაპზეა
გათვალისწინებული.