საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სასწავლო წელი აუცილებლად
შედგება და ის არც ერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება. აღნიშნულის შესახებ
მიხეილ ჩხენკელმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის
დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრი განმარტავს,
კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, საქართველო
განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი
საუკეთესო ქვეყანა.