I საერთაშორისო კონკურსი და VIII საერთაშორისო ფესტივალი ,,ბორჯომი
2019“ ,გუშინ, ბორჯომის ცენტრალური პარკის კინო-საკონცერტო დარბაზში
საზიმოდ დაიხურა.ფესტივალი ბორჯომში 10 დღის განმავლობაში
მიმდინარეობდა, გრან-პრი ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში
გამარჯვებულ მუსიკოს-შემსრულებლებს გადაეცათ.ფესტივალის ჩატარება
ბორჯომში უკვე ტრადიციად იქცა,მისი დამაარსებელია ქართული ფოლკლორისა
და კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირი ,,ჰარმონია", ციცინო
ბიჭიკაშვილის ხელმძღვანელობით.