30 000- ლარიანი წახალისება საფეხბურთო გუნდ "თორს" - საკრებულოს სხდომა ბორჯომში
26 / ივლისი 2019
30 000- ლარიანი წახალისება საფეხბურთო გუნდ "თორს" - საკრებულოს სხდომა ბორჯომში
დღეს,ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე,დეპუტატებმა 4 საკითხი განიხილეს.რიგით 1-ლი საკითხი 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ცვლილებების შეტანას ეხებოდა,კერძოდ 170 000 ლარით შემცირდა ფეხით სავალი ნაწილის მოპირკეთების ხარჯები,30 000 ლარით კი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციის ხარჯები,გამოთავისუფლებული თანხა რამდენიმე მიმართულებით გაიხარჯება.საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა,რომ მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით ბორჯომის საფეხბურთო გუნდ „თორს“, ერთჯერადად , 30 000 ლარი გადაეცემა.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს სტიქიის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების შესახებ.

რიგით მეოთხე საკითხი ეხებოდა,ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების ინფორმაციას 2019 წელს დაგეეგმილი და შესრულებული მომსახურების შესახებ.

არშემდგარი ქვორუმის გამო, საკრებულოს სხდომა ნახევარი საათით გადაიდო
26 / ივლისი 2019
არშემდგარი ქვორუმის გამო, საკრებულოს სხდომა ნახევარი საათით გადაიდო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 1-ის ნახევარზე გადაიდო. სხდომაზე მხოლოდ 12 დეპუტატი გამოცხადდა, შესაბამისად ქვორუმი არ შედგა
ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა სკვერის მოწყობას ითხოვს
25 / ივლისი 2019
ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა სკვერის მოწყობას ითხოვს
ბორჯომში,ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები ადგილობრივები სკვერის მოწყობას ითხოვენ.მათი განცხადებით ტერიტორია,სადაც დასასვენებელი სივრცის განთავსება სურთ,ამ ეტაპზე დაბინძურებულია.ადგილობრივები ამბობენ,რომ აქ უამრავი ქვეწარმავალია და ბავშვებისთვის გადადგილება საფრთხის შემცველია.სკვერის მოწყობასთან ერთად ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრებლები მიმდებარედ არსებული ავარიული შენობის გამაგრებას ან უარეს შემთხვევაში დემონტაჟს ითხოვენ.
თიბისი ბანკის ჯგუფი განცხადებას ავრცელებს
25 / ივლისი 2019
თიბისი ბანკის ჯგუფი განცხადებას ავრცელებს
თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო დარწმუნებულია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება როდის გაქარწლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, - ამის შესახებ თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი.
"საბჭოთა პროკურატურაში ვიყავი" -  მამუკა ხაზარაძე
25 / ივლისი 2019
"საბჭოთა პროკურატურაში ვიყავი" - მამუკა ხაზარაძე
მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში,- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ განცხადა.
სხვა ქალაქებიდან შემომავალი  ტრანსპორტი მგზავრებს თბილისის შემოსასვლელებთან დატოვებს
24 / ივლისი 2019
სხვა ქალაქებიდან შემომავალი ტრანსპორტი მგზავრებს თბილისის შემოსასვლელებთან დატოვებს
თბილისში, სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს და მას მგზავრების მიყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე შეეძლება.
მამუკა ხაზარაძე - არავის ეგონოს, რომ გამაჩერებს
24 / ივლისი 2019
მამუკა ხაზარაძე - არავის ეგონოს, რომ გამაჩერებს

არავის ეგონოს, რომ გამაჩერებს, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.

თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი წესი
24 / ივლისი 2019
თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი წესი
2021 წლის ზაფხულიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ქეშით გადახდა აიკრძალება.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს
24 / ივლისი 2019
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს
თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პროკურატურაში არიან დაბარებულები, მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.
ქართველები გერმანიაში ლეგალურად დასაქმედებიან
24 / ივლისი 2019
ქართველები გერმანიაში ლეგალურად დასაქმედებიან
გერმანიაში დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ ამოქმედდება კანონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების საშუალებას მისცემს - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.