ივლისში რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტები 14 %-ით შემცირდა
05 / აგვისტო 2019
ივლისში რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტები 14 %-ით შემცირდა
ივლისში რუსეთიდან ვიზიტორების 6.4%-იანი კლება გვაქვს, ტურისტული ვიზიტები 14%-ითაა შემცირებული- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისა და ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.
სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია ბაკურიანში
05 / აგვისტო 2019
სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია ბაკურიანში
ტელეკომპანია „ბორჯომს“ სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტო მიაწოდა ,სადაც კარგად ჩანს დაბა ბაკურიანში სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია,რომელიც ბეატლონის ტრასასთან ახლოს მდებარეობს.
ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ქარხანას სატვირთო ავტომანქანების გაყვანას სთხოვენ
02 / აგვისტო 2019
ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ქარხანას სატვირთო ავტომანქანების გაყვანას სთხოვენ
ბორჯომში, ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები ადგილობრივები ბორჯომის N1 ჩამომსხმელი ქარხნის ადმინისტრაციას თხოვნით მიმართავენ,მოხდეს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სატვირთო ავტომანქანების გაყვანა.
„გრინვეი საქართველო“ მოსახლეობას ორთვიან სტაჟირებას სთავაზობს
02 / აგვისტო 2019
„გრინვეი საქართველო“ მოსახლეობას ორთვიან სტაჟირებას სთავაზობს
“გრინვეი საქართველოს“ ხელმძღვანელმა პირებმა, კამპანიის „გრინვეი ყველგანაა" ფარგლებში,დღეს, ბორჯომის მერთან ერთად ტექინსპექტირების ადგილობრივი სერვისცენტრი დაათვალიერეს.
უცხო ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
02 / აგვისტო 2019
უცხო ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხო ენების გამოცდის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს ცენტრის ვებ-გვერდზე, შესაბამის ველში პირადი ნომრისა და საიდენტიფიკაციო ნომრის შეყვანით შეუძლიათ.
სამედიცინო განათლების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატის დამზადების ფაქტი გამოვლინდა
02 / აგვისტო 2019
სამედიცინო განათლების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატის დამზადების ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი სერტიფიკატის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 
მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა დაამზადა და 950 ლარად გაასაღა სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“, - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
ორ კვირაში 30 სამედიცინო კლინიკის შემოწმების შედეგად, 20 ოქმი დაიწერა
02 / აგვისტო 2019
ორ კვირაში 30 სამედიცინო კლინიკის შემოწმების შედეგად, 20 ოქმი დაიწერა
2 კვირის განმავლობაში საავადმყოფოების კომპლექსური შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა უკანონო საექიმო საქმიანობასთან, კლინიკების სანებართვო და სალიცენზიო პირობებთან,უნებართვო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით- ამის შესახებ ჟურნალისტებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის კომენტირებისას განუცხადა.
დღეს და ხვალ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
02 / აგვისტო 2019
დღეს და ხვალ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
დღეს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღეს დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 25-დან 30 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 27-დან 32 გრადუსამდე. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს, 29-30 გრადუსია, მოსალოდნელია მცირე წვიმაც.
ბორჯომელ ექიმს რ.ჯ-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განესაზღვრა
01 / აგვისტო 2019
ბორჯომელ ექიმს რ.ჯ-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განესაზღვრა

პროცესი, დღეს ,ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა,მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ექიმ რ.ჯ-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა.დაცვის მხარე გირაობის შეფარდებას ითხოვდა,თუმცა მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.ექიმი რ.ჯ ბრალს არ აღიარებს.

ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ადგილები ბორჯომში
01 / აგვისტო 2019
ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ადგილები ბორჯომში
ბორჯომში, ჩამოსული ტურისტები ამომწრავ ინფორმაციას ქალაქსა და რეგიონში არსებული ღირსშესანიშნავი ადგილებისა და სხვადასხვა მომსახურების შესახებ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში იღებენ.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.