სოფელ ჩორჩანასთან სამხედრო ტექნიკის გადაადგილება  აღარ შეინიშნება
29 / აგვისტო 2019
სოფელ ჩორჩანასთან სამხედრო ტექნიკის გადაადგილება აღარ შეინიშნება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დღეს არ შეინიშნება.
სპორტულ-საგანმანათლებლო აქტივობები ჩითახევის კარვების ბანაკში
27 / აგვისტო 2019
სპორტულ-საგანმანათლებლო აქტივობები ჩითახევის კარვების ბანაკში
„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“- ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც შშმ სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები და პოლიციელები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ეჯიბრებიან.
ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით კონტროლი გამკაცრდა
27 / აგვისტო 2019
ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით კონტროლი გამკაცრდა

2019 წელს ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს დაიწყო და 2020 წლის 29 თებერვალს დასრულდება. სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.

ადგილობრივ თვითმმართველობებში სტაჟირებისა და დასაქმების წესი მარტივდება
26 / აგვისტო 2019
ადგილობრივ თვითმმართველობებში სტაჟირებისა და დასაქმების წესი მარტივდება
ადგილობრივ თვითმმართველობებში სტაჟირებისა და დასაქმების წესი მარტივდება.თუ ამ დრომდე კანონი ვაკანტურ პოზიციაზე დასასაქმებლად 2 წლიან აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას ითხოვდა,მიმიდნარე წლიდან მეოთხე რანგის
საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა იწურება
26 / აგვისტო 2019
საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა იწურება
საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის დღეს, 18:00 საათზე იწურება.
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
26 / აგვისტო 2019
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს.
ბორჯომში ახალგაზრდული ცენტრი აშენდება
23 / აგვისტო 2019
ბორჯომში ახალგაზრდული ცენტრი აშენდება
ბორჯომში ახალგაზრდული ცენტრი აშენდება. თავდაპირველად საუბარი იყო, რომ კოსტავას სახელობის ბაღში განთავსდებოდა ახალი ობიექტი. თუმცა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი ადგილის შერჩევა მშენებლობის დასაწყებად.
6000-მდე პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს  ოქტომბერში მიიღებს
22 / აგვისტო 2019
6000-მდე პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს ოქტომბერში მიიღებს
ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა. 

ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ  აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე 6 000-მდე მასწავლებელი დარეგისტრირდა, რაც საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი პედაგოგების ნახევარს შეადგენს.

მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშივე მიიღებენ. ამასთან, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი - ამ მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. შესაბამისად, ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.

ირინა აბულაძის განცხადებით, ამ ფორმით, სახელმწიფო საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ისტორია და აღზარდეს არაერთი თაობა, მადლიერებას გამოხატავს მათი მრავალწლიანი ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობის გამო. აქვე, მან მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციას და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმას ახორციელებს, რომლის უმთავრესი მიზანი ცოდნის, სწავლა-სწავლების დონის ამაღლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. ამისთვის განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს.

„შეგახსენებთ, რომ 2019 წელს განხორციელებული შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, 2022 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება, თუმცა ახლაც მიმდინარეობს განათლების დაფინანსების სისტემური, ეტაპობრივი ზრდა, რაც ცხადია, მოიაზრებს უფროსი, წამყვანი, მენტორი მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასაც. როგორც რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ, სკოლებში ხარისხის ასამაღლებლად ვახორციელებთ განათლების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, რაც მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების ხელშეწყობის პარალელურად, პედაგოგების მოტივაციას გულისხმობს“- აღნიშნა ირინა აბულაძემ და განმარტა, რომ აღნიშნულ პროცესში მოიაზრება სამწლიან პერსპექტივაში პედაგოგების სახელფასო ზრდა, ამისათვის მკაფიო და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, არსებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული სქემის გამარტივება და საგაკვეთილო პროცესთან დაახლოვება.
შეხვედრა ბაკურიანის, მზეთამზის და ტიმოთესუბნის მოსახლეობასთან
22 / აგვისტო 2019
შეხვედრა ბაკურიანის, მზეთამზის და ტიმოთესუბნის მოსახლეობასთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი
ტიმოთესუბნის ტაძარში ახალი სათავსო მოეწყობა
22 / აგვისტო 2019
ტიმოთესუბნის ტაძარში ახალი სათავსო მოეწყობა
სოფელ ტიმოთესუბნის ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ ადგილზე დაათვალიერეს ტაძარში
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.