ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
01 / აგვისტო 2019
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს ცენტრის ვებ-გვერდზე, შესაბამის ველში პირადი ნომრისა და საიდენტიფიკაციო ნომრის შეყვანით შეუძლიათ.
ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს იწყებს
01 / აგვისტო 2019
ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს იწყებს

ლარის კურსის რყევებთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებისთვის, სავალუტო ინტერვენციებს იწყებს.

სემეკ-ი ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს
01 / აგვისტო 2019
სემეკ-ი ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გადახედვას იწყებს. სხდომა დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება.

როგორც სემეკ-ის სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ტარიფის გადახედვა შემდეგი კომპანიებისთვის მოხდება: "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის", „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, „სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“, „ენერგოკავშირის“, შპს „ვარკეთილაირის“, სს „საჩხერეგაზის“, შპს „ტაბას“, შპს „არზუ გაზისა“ და შპს „თელავგაზისთვის“.

ამასთან, დღის წესრიგის მიხედვით, დღეს დაიწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გარდაბნის თბოსადგურისა“ და „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით.
საქართველოში საშუალო ხელფასი 40 დოლარით შემცირდა
01 / აგვისტო 2019
საქართველოში საშუალო ხელფასი 40 დოლარით შემცირდა
საქართველოში 2019 წელს უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირებული პენსიის ოდენობა შემცირდა. თუ იანვარში საშუალო პენსია 74 დოლარი იყო, დღეს ის უკვე 67 დოლარს შეადგენს. (საქართველოში საშუალო პენსია 200 ლარია).
როგორია დამსვენებლების შეფასებით ტურისტული სეზონი ბორჯომში
31 / ივლისი 2019
როგორია დამსვენებლების შეფასებით ტურისტული სეზონი ბორჯომში
ტურისტული სეზონი, ბორჯომში, აქტიურ ფაზაშია.ქალაქს დამსვენებლები სტუმრობენ,როგორც საქართველოდან ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

როგორ შეაფასეს დამსვენებლებმა საკურორტო ქალაქი და აქ არსებული სერვისი,ასევე რისი გაუმჯობესება სურთ მათ ბორჯომში.ნახეთ ტელეკომპანია "ბორჯომის" მიერ მომზადებულ გამოკითხვაში.


24 აგვისტოს ნადირობის სეზონი გაიხსნება
31 / ივლისი 2019
24 აგვისტოს ნადირობის სეზონი გაიხსნება
ნადირობის სეზონი, 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ  მონადირეებთან გამართული წინასწარი კონსულტაციების/გამოკითხვის პროცესში მიიღო, მათი უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რაც ემსახურება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.



ნადირობის დროს აკრძალულია:


მცენარეთა საფარის დაწვა, გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;

ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების გამოყენება – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეები (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგები, მარყუჟები, აგრეთვე, ორმოები, სარეგვავები (სარეჯგველები); საწამლავი, ასაფეთქებელი საშუალებები;

ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა; სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების გამოყენება; თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება და ა.შ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ  მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.





ნადირობა აკრძალულია:

საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.



ნადირობის აკრძალული მეთოდები:

აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისას:
მცენარეული საფარის დაწვა; 
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; 
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; 
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; 

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; 

სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების ასევე, სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.




სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა:


1  Anser anser  რუხი ბატი  01.11 – 01.03 5 ცალი

2  Anas strepera  რუხი იხვი  01.11 – 01.03 3 ცალი

3  Anas crecca  ჭიკვარა (სტვენია იხვი)  01.11 – 01.03 5 ცალი

4  Anas platyrhynchos  გარეული იხვი  01.11 – 01.03 6 ცალი

5  Anas querquedula  იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)  01.11 – 01.03 3 ცალი

6  Anas clypeata  ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი  01.11 – 01.03 3 ცალი

7  Fulica atra  მელოტა  01.11 – 01.03 6 ცალი

8  Anas acuta  კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი  01.11 – 01.03 3 ცალი

9  Anas penelope  თეთრშუბლა იხვი  01.11 – 01.03 6 ცალი

10  Anser albifrons  დიდი თეთრშუბლა ბატი  01.11 – 01.03 5 ცალი

11  Aythya ferina  წითელთავა ყვინთია  01.11 – 01.03 3 ცალი

12  Aythya fuligula  ქოჩორა ყვინთია  01.11 – 01.03 5 ცალი





წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე:

1  Anser anser  რუხი ბატი  10.09 – 31.12 3 ცალი

2  Anas strepera  რუხი იხვი  10.09 – 31.12 2 ცალი

3  Anas crecca  ჭიკვარა (სტვენია იხვი)  10.09 – 31.12 3 ცალი

4  Anas platyrhynchos  გარეული იხვი  10.09 – 31.12 5 ცალი

5  Anas querquedula  იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)  10.09 – 31.12 2 ცალი

6  Anas clypeata  ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი  10.09 – 31.12 2 ცალი

7  Fulica atra  მელოტა  10.09 – 31.12 5 ცალი

8  Anas acuta  კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი  10.09 – 31.12 2 ცალი

9  Anas penelope  თეთრშუბლა იხვი  10.09 – 31.12 3 ცალი

10  Anser albifrons  დიდი თეთრშუბლა ბატი  10.09 – 31.12 3 ცალი

11  Aythya ferina  წითელთავა ყვინთია  10.09 – 31.12 2 ცალი

12  Aythya fuligula  ქოჩორა ყვინთია  10.09 – 31.12 3 ცალი




 

სხვა ფრინველები:

1  Scolopax rusticola  ტყის ქათამი  15.10 – 01.03 5 ცალი

2  Gallinago gallinago  ჩიბუხა  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

3  Coturnix coturnix  მწყერი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი

4  Columba palumbus  ქედანი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

5  Columba livia  გარეული მტრედი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

6  Columba oenas  გულიო (გვიძინი)  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

7  Streptopelia turtur  ჩვეულებრივი გვრიტი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

8  Crex crex  ღალღა  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

9  Lymnocryptes minimus  ჩიბუხელა (გარშნეპი)  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი




განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _  ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევე უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არასაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო, შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი),  სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. .

ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები











''ლარი ზედმეტად გაუფასურებულია"- პრემიერ-მინისტრი
31 / ივლისი 2019
''ლარი ზედმეტად გაუფასურებულია"- პრემიერ-მინისტრი
ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავეს
31 / ივლისი 2019
ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა, მათ შორის 4 მსხვილი ნარკორეალიზატორია. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.
SJMC - ის პროექტი "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" დასრულდა
30 / ივლისი 2019
SJMC - ის პროექტი "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" დასრულდა
დღეს, ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა" პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ დასკვნითი შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე განიხილეს წელიწადნახევრიანი პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.შეხვედრას, ევროპის ფონდის პრეზიდენტი,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამოქალაქო ჩართულობის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.შეგახსენებთ,რომ პროექტის ფარგლებში დიალოგი ხალხსა და ხელისუფლებას შორის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა თემში შედგა ,სადაც გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები,რომლებიც ადგილობრივებს აწუხებდათ.


პროექტის მიმდინარეობისას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოვლენილ პრობლემებს,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხთან ერთად განიხილავდნენ და გადაწყვეტილებასაც მათი ჩართულობით იღებდნენ, არაერთი ყოფითი და ინფრასტრუქტურული პრობლემა მოგვარდა.

დასკვნით შეხვედრაზე შედგა მინი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც პროექტის მთლიან პროცესს ასახავდა. პროექტის შედეგების პრეზენტაციის დასასრულს სამოქალაქო ჩართულობის საბჭოს წევრებს გადაეცათ სერთიფიკატები ,,აქტიური მოქალაქეობისათვის", ხოლო ბორჯომის თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის.

პროექტის ფარგლებში,30 სატელევიზიო დისკუსია ჩატარდა,რომელსაც წინ უძღოდა პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით გამართული 30 შეხვედრა მოსახლეობასთან სხვადასხვა თემში.პროექტს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებდა.


ბორჯომში ექიმი რ.ჯ დააკავეს
30 / ივლისი 2019
ბორჯომში ექიმი რ.ჯ დააკავეს
"სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ექიმი რ.ჯ. დააკავა. იგი სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა ქ.ბორჯომში და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ამზადებდა და ასაღებდა ყალბ რეცეპტებს.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.