,,ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას''- ლევან დავითაშვილი
18 / მარტი 2020
,,ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას''- ლევან დავითაშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, ვინაიდან ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.

როგორც მინისტრი განმარტავს, მოსახლეობის მხრიდან პანიკური მოთხოვნისა და უკონტროლო შესყიდვების გამო გარკვეული პერიოდი ბურღულეულზე შეფერხება იყო. ლევან დავითაშვილი საზოგადოებას სიწყნარისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქვეყანას პროდუქტების მარაგი აქვს. მისივე განმარტებით, სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, კრიზისულ პერიოდში სტაბილური ფასების შენარჩუნება მოხდეს.

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ბიზნესებს, იყო პრემიერის განცხადებაც, თითოეული ბიზნესი მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი უნდა იყოს და არ უნდა გამოიყენოს სიტუაცია სპეკულაციისთვის. თუმცა, პანიკა ხელს უწყობს ასეთ მოვლენებს და კიდევ უფრო რთულს ხდის პროცესების მართვას. ველოდებით, რომ 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება, გზის გაწმენდა მოხდება და ის უზარმაზარი მარაგი, რომელიც ძალიან დიდია და ჭარბად არის შეკვეთილი, ვინაიდან ჩვენ რეგულარული მუშაობა გვქონდა ყველა მომწოდებელთან, ქვეყანაში შემოვა'',- განაცხადა დავითაშვილმა.


საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობა ავიაკომპანიების რეისებს დაასუბსიდირებს
18 / მარტი 2020
საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობა ავიაკომპანიების რეისებს დაასუბსიდირებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობა ავიაკომპანიების რეისებს დაასუბსიდირებს. მინისტრის განცხადებით, ბილეთები ფასიანი იქნება, თუმცა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი.
თვითიზოლაციის წესის დარღვევის ფაქტი ასპინძაში
18 / მარტი 2020
თვითიზოლაციის წესის დარღვევის ფაქტი ასპინძაში
დღეს, 18 მარტს, ასპინძაში მოქალაქემ თვითიზოლაციის წესები დაარღვია, ის საპატრულო ეკიპაჟმა დააკავა.
"არჩევნებსაც თუ გადავიტანთ დისტანციურ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი" - ემზარ კვიციანი
18 / მარტი 2020
"არჩევნებსაც თუ გადავიტანთ დისტანციურ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი" - ემზარ კვიციანი
საკანონმდებლო ორგანოში დისტანციური სხდომები არა მარტო საგანგებო სიტუაციების დროს, არამედ რიგგარეშე სხდომების დროსაც შეიძლება ჩატარდეს – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა საგანგებო მდგომაეობის დროს საკანონმდებლო ორგანოს დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ევროპიდან დაბრუნებული კაცი სამარშრუტო ტაქსიდან გაიქცა
18 / მარტი 2020
ევროპიდან დაბრუნებული კაცი სამარშრუტო ტაქსიდან გაიქცა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან ერთ-ერთი მგზავრი, ევროპიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული კაცი გაიქცა - ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების მოწოდება პოლიტიკოსებს
18 / მარტი 2020
საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების მოწოდება პოლიტიკოსებს
პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ უმრავლესობას და ოპოზიციას შორის, რომელსაც ჩვენ გასულ კვირას მტკიცედ მივესალმეთ, წარმოადგენს
თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა სამცხე-ჯავახეთში გაიზარდა
18 / მარტი 2020
თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა სამცხე-ჯავახეთში გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში, დღეს, 18 მარტს, 11:00 საათის მონაცემებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რიცხვი 120-ს შეადგენს. გუშინდელთან შედარებით რაოდენობა 70-ით გაიზარდა.
"არც ნოსტრადამუსი ვარ და არც ვანგა" - პაატა იმნაძე
18 / მარტი 2020
"არც ნოსტრადამუსი ვარ და არც ვანგა" - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ იუმორით უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, "თუ რა არის ყველაზე ცუდი სცენარი რაც შეიძლება ქვეყანაში განვითარდეს?"
დღეიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა
18 / მარტი 2020
დღეიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა
დღეიდან 18 მარტიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა აიკრძალა.
რა ვითარებაა გზებზე
18 / მარტი 2020
რა ვითარებაა გზებზე
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.