დამსაქმებლებს შექმნილ სიტუაციაში თანამშრომლების გათავისუფლების და უხელფასო შვებულებაში გაშვების უფლება არ აქვთ
19 / მარტი 2020
დამსაქმებლებს შექმნილ სიტუაციაში თანამშრომლების გათავისუფლების და უხელფასო შვებულებაში გაშვების უფლება არ აქვთ
კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციაში დამსაქმებლებს თანამშრომლების გათავისუფლების, მათი უხელფასო შვებულებაში გაშვებისა და სახელფასო ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აცხადებს.
როგორც გაერთიანებაში განმარტავენ, შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა, ხოლო მისი შეცვლა ცალმხრივად, დამსაქმებლის ინიციატივით, დასაქმებულთან შეთანხმების გარეშე უკანონო და დაუშვებელია.
რაც შეეხება კრიზისის გამო ხელფასის გადახდაზე უარის თქმას, მათივე განცხადებით, ხელფასის გადახდაზე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დამსაქმებელი ვალდებულია, გარდა კუთვნილი ხელფასისა, გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

„კანონის მიხედვით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. თუკი, დამსაქმებელი სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობს ხელფასის გადახდაზე, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ის ვალდებულია, გარდა კუთვნილი ხელფასისა, გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი (შრომის კოდექსი მუხლი 31).

ამასთანავე, თუ დასაქმებული მოცდენა მოხდა დამსაქმებლის ბრალით, ასეთ შემთხვევაში ის ვალდებულია დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მისცეს იძულებითი მოცდენის მთელ პერიდზე, ხელფასის სრული ოდენობით. ხოლო სამსახურიდან გათავისუფლებისას (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას) დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. ამასთან, დასაქმებულისთვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია დროებითი შრომისუუნარობის მთელს პერიოდზე, ანუ დროებითი შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს, გასცეს დახმარება 40 დღის განმავლობაში მიმდევრობით, ან 60 დღის მანძილზე 6 თვის განმავლობაში მის მიერ მისაღები თანამდებობრივი სარგოს, ანუ ხელფასის სრული ოდენობით.

საგულისხმოა,რომ ზემოაღნიშნული რეჟიმი ვრცელდება კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე“, - აღნიშნავენ პროფკავშირების გაერთიანებაში.

ამასთან, პროშკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დამსაქმებელს არ აქვს უფლება დასაქმებულს დააძალოს, შვებულებით აუცილებლად ისარგებლოს.

„თქვენ უფლება გაქვთ, ისარგებლოთ ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით, ხოლო ანაზღაურების გარეშე შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 1 5 კალენდარული დღით (შრომის კოდექსი მუხლი 21). შვებულებით სარგებლობა, იქნება ის ანაზღაურებადი თუ არანაზღაურებადი არის თქვენი უფლება. დამსაქმებელს არ აქვს უფლება დაგაძალოთ, აუცილებლად ისარგებლოთ შვებულებით. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას მხოლოდ 2 კვირით ადრე დამსაქმებლის შეტყობინების ვალდებულება გაქვთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო“, - აცხადებენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

გარდა ამისა, როგორც პროფკავშირებში აღნიშნავენ, საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს დამსაქმებელს შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც ასევე გულისხმობს კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (მათ შორის პირბადე, ხელთათმანები) უზრუნველყოფას.
კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით 1500 -მდე საწოლი მზადდება
19 / მარტი 2020
კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით 1500 -მდე საწოლი მზადდება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით 1000-დან 1500 საწოლამდე მზადდება.
ბორჯომში რესტორნები დროებით დაიხურა
19 / მარტი 2020
ბორჯომში რესტორნები დროებით დაიხურა
ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ბორჯომში არსებულმა კაფეების და რესტორნების უმრავლესობამ მუშაობა შეწყვიტა.
მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს
19 / მარტი 2020
მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასებს მთავრობა დააზღვევს.
აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან ორი მოქალაქე გაეწერა
19 / მარტი 2020
აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან ორი მოქალაქე გაეწერა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან დღეს ორი მოქალაქე გაეწერა. ცენტრის მენეჯერის კახა ბერიძის ინფორმაციით, ორივე მათგანმა გაიარა 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი და შესაბამისად დატოვეს ცენტრი.
ბორჯომში სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს - ფოტორეპორტაჟი
19 / მარტი 2020
ბორჯომში სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს - ფოტორეპორტაჟი
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის მეუფე ლაზარეს ლოცვა-კურთხევით დღეს, 18 მარტს, ბორჯომში, ქალაქის ქუჩები იკურთხა.
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
19 / მარტი 2020
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პოლიციამ კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა
19 / მარტი 2020
თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პოლიციამ კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
საქართველოში დამზადებული პირბადეები უფასოდ დარიგდება
19 / მარტი 2020
საქართველოში დამზადებული პირბადეები უფასოდ დარიგდება
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს.
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის მოქალაქე კარანტინში იძულებით გადაიყვანეს
19 / მარტი 2020
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის მოქალაქე კარანტინში იძულებით გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.