ასპინძიდან მოქალაქე თბილისში ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს
18 / მარტი 2020
ასპინძიდან მოქალაქე თბილისში ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს
დღეს, 18 მარტს, ასპინძიდან ერთი მოქალაქე თბილისში, ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტელეკომპანია "ბორჯომს", ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
ირანში საათში სამი ადამიანი კორონავირუსით იღუპება
18 / მარტი 2020
ირანში საათში სამი ადამიანი კორონავირუსით იღუპება
„ყოველ საათში ირანის 43 მოქალაქე ავადდება, რაც კორონავირუსთან არის დაკავშირებული და ეს სტატისტიკა მოწმობს სერიოზულ ეპიდემიაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ყოველ საათში 3 ადამიანი იღუპება ამით.

ჰარირჩის თქმით, ვირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზია ადამიანების მიერ საზოგადოებრივ ადგილებზე ყოფნა და ექიმების რეკომენდაციების იგნორირება.

მედიცინის მუშაკები საავადმყოფოებში ასევე იმ მიზეზით, რომ ადამიანები მათ რეკომენდაციებს არ ასრულებენ, ავადდებიან ვირუსით და იღუპებიან, რაც დაუშვებელია“ , - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჩი ავრცელებს 

ბოლო მონაცემებით, ირანში დაავადებულთა რაოდენობა 17 361 ადამიანს შეადგენს, დარეგისტრირებულია, სულ მცირე, 1135 ლეტალური შედეგი.
თუ სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა , რა გზას მიმართავს განათლების სამინისტრო
18 / მარტი 2020
თუ სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა , რა გზას მიმართავს განათლების სამინისტრო
1-ელი აპრილის შემდეგ, სკოლებში არდადეგების პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს.
,,37 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა''- თენგიზ ცერცვაძე
18 / მარტი 2020
,,37 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა''- თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგ პაციენტს ასაკთან ერთად თან თანმხმლები დაავადება აქვს, რის გამოც მათი მდგომარეობა პრობლემურია. მისი თქმით, პნევმონია 11 პაციენტს აქვს.

„ჩვენს კლინიკაში ამჟამად სულ წევს 46 ავადმყოფი, მათგან 30 კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევით. გარდა ამისა, 7 პაციენტი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით წევს ქვეყნის სხვა კლინიკებში, რომელიც როგორც გუშინ და გუშინწინ ვთქვით, პრემიერის განკარგულებით განისაზღვრა, როგორც მიმღები ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად. ანუ, 30 ადამიანი წევს ინფექციურ საავადმყოფოში, 7 წევს დანარჩენ კლინიკებში და ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა. სულ ამ მომენტისთვის საქართველოში დაფიქსირებულია 38 დადასტურებული შემთხვევა.

37 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე პაციენტი პრობლემურია, რამდენადაც მათ აქვთ ასაკი და თანმხლები დაავადებები, მაგალითად მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა ან სხვა. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ვისაც პნევმონია აქვს, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია“,-აცხადებს ცერცვაძე.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 38 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, თუმცა თვითიზოლაციაში იმყოფება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216.
საქართველოში წარმოებული პირბადეები ხვალ მზად იქნება
18 / მარტი 2020
საქართველოში წარმოებული პირბადეები ხვალ მზად იქნება
საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო. როგორც სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის" ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ განაცხადა, პროდუქციის პირველი პარტია მზად ხვალ იქნება.

„ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება. ხვალ დილიდან უკვე შეგვიძლია მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“,-აღნიშნა გია ლომინაძემ.

მისივე თქმით, კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა იმატა
18 / მარტი 2020
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა იმატა
დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები კიდევ 676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 2 626-ს მიაღწია. ახალი ვირუსით ქვეყანაში გარადაცვლილია 71 პაციენტი.
რა ღირს ერთი ამერიკული დოლარი
18 / მარტი 2020
რა ღირს ერთი ამერიკული დოლარი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1804 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1804 ლარი შეადგინა.
,,ევროვიზია 2020 '' წელს აღარ ჩატარდება
18 / მარტი 2020
,,ევროვიზია 2020 '' წელს აღარ ჩატარდება
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ევროპაში არსებული კვირიზის გამო წელს აღარ გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას ევროპის მაუწყბელთა კავშირი ავრცელებს.
მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები დროებით უქმდება
18 / მარტი 2020
მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები დროებით უქმდება
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები უქმდება.
მათ ვისაც   დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე;

ასევე უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში. ხოლო სხვა ცნობების მისაღებად, განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები
18 / მარტი 2020
გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საკითხი, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება, ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.
როგორც თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კერძო კომპანიებსაც რთული პერიოდი უდგათ, რადგან ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი.

რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, მაგალითად, „თელასი“, „ენერგო -პრო“ თუ „თბილისის ენერჯი“, ესენი კერძო კომპანიები არიან და მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, როგორც სხვა ბიზნესს იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი. ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება, ან არ უნდა იქნეს გადახდილი, არ დგას“, - განაცხადა თურნავამ.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.