ახალი ამბები
Edison Research: ოცნებას 33%, ოპოზიციას 60%-ზე მეტი - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, როგორ ნაწილდება ხმები
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, „ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხული ამომრჩევლების 33% ასახელებს მმართველ პარტიას, დანარჩენ ამომრჩეველთა ხმები კი სხვა პარტიებზე ნაწილდება, სადაც 60%-ზე მეტი პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებზე მოდის.

კვლევა ამერიკულმა ორგანიზაციამ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა. შედეგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით ასე ნაწილდება:


ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 33%
ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19%
კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 13%
ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 12%
გახარია – საქართველოსთვის – 11%
ლეიბორისტული პარტია – 4%
გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
სხვა პარტიები – 1%



კვლევის ფარგლებში ამომრჩეველს ასევე ეკითხებოდნენ: „თვლით, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა, თუ დროა სხვა პარტიას მიეცეს შანსი?“. შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 71% მიიჩნევს, რომ დროა, შანსი სხვა პარტიებს მიეცეთ.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, ამომრჩევლების 63% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს ასაკობრივი ჯგუფებისა და სქესის მიხედვით, ინფორმაციას ამის შესახებ აქვეყნებს გვერდი Europe Elects, რომელიც ევროპის მასშტაბით საარჩევნო შედეგებსა და კვლევის მონაცემთა ანალიზს უყრის თავს.

Europe Elect-ის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ ქალებთან შედარებით, მეტი მხარდაჭერა მამაკაცებში აქვს — მმართველ ძალას მამაკაცების 37%, ხოლო ქალების 29% უჭერს მხარს. ოპოზიციას კი პირიქით, ქალები მეტად უჭერენ მხარს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ყველაზე დიდი მხარდაჭერა ოპოზიციას და ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა მმართველ პარტიას ამომრჩეველთა 18-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში აქვს: ამ ჯგუფში „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მხოლოდ 14%-ია. დანარჩენი ხმები კი ოპოზიციურ პარტიებზე ნაწილდება. ამომრჩეველთა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში აქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ — ამ ჯგუფის 46% ამბობს, რომ ხმას მმართველ პარტიას მისცემდა.

გამოკითხვა 17-დან 29 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველო მოიცვა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე 1200 მოქალაქე. ცდომილების ზღვარია +/- 2.8%, ნდობის ინტერვალი — 95%.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები,
რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან
გაურკვეველია, თუ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა
სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო
დაწესებულებაში, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.
16:23 / 05.10.2024
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, თუ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ
გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის
არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების
უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანება გამოსცა.
13:44 / 05.10.2024
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანება გამოსცა.
რა იცის ბორჯომში მოსახლეობამ
მოახლოებულ არჩევნებზე, უბნებზე არსებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე და
ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებულ სიახლეებზე? - კითხვაზე
ადგილობრივებმა არაერთგვაროვანი პასუხები გაგვცეს.
15:10 / 04.10.2024
რა იცის ბორჯომში მოსახლეობამ მოახლოებულ არჩევნებზე, უბნებზე არსებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე და ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებულ სიახლეებზე? - კითხვაზე ადგილობრივებმა არაერთგვაროვანი პასუხები გაგვცეს.
„ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რომლის
10%-საც არ ვიყენებთ, არის ბალნეოლოგიური კურორტები“ –
13:51 / 03.10.2024
„ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რომლის 10%-საც არ ვიყენებთ, არის ბალნეოლოგიური კურორტები“ –
ბორჯომის ისტორიული არეალის
რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი
09:53 / 03.10.2024
ბორჯომის ისტორიული არეალის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.