2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ბიუჯეტს
42,760,652 ლარი დაუჯდება. არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო
ასიგნებების გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ
სპეციალური დადგენილება უკვე მიიღო. გამოყოფილი თანხიდან შრომის
ანაზღაურებაზე დაიხარჯება 19,531,295 ლარი, საარჩევნო სუბიექტის
წარმომადგენელთა დაფინანსებაზე - 7,238,050 ლარი, საარჩევნო
სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი 2,111,674
ლარი იქნება.