ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა
სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა
პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოების დაწყება იყო.კომპანიების
ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ
ბრძოლაში, საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში მაქსიმალური
ძალისხმევითა და რესურსებით გვერდში დაუდგებიან სახელმწიფოს და
საკუთარ მოქალაქეებს.
„იმის გამო, რომ დღეს საქართველოში პირბადე და სხვადასხვა
სადეზინფექციო საშუალებები გარკვეულ პრობლემად რჩება, ჩვენ, როგორც
სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მზად ვართ, ამ პროცესში
აქტიურად ჩავერთოთ და პირბადეების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ
შევთავაზოთ სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობას“,- აღნიშნა
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია „აჭარა ტექსტილის“
წარმომადგენელმა გიორგი ლომინაძემ.
კორონავირუსის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში
სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის მზაობა გამოხატა კომპანიამ
„მოვი''-მა. ,, ჩვენ მაქსიმალურად ვდგავართ სახელმწიფოს გვერდით და
ამისკენ მოვუწოდებთ სხვა მწარმოებლებსაც,“ - აღნიშნა ანა
ანდრონიკაშვილმა.
გარდა ამისა , ფარმაცევტული კომპანია „სმარტ ფარმის“ განცხადებით,
კომპანია მზად არის, მარლის არსებული ნაშთი უფასოდ გადასცეს
სახელმწიფოს პირბადეების წარმოებისთვის.
შეგახსენებთ , პირბადეების წარმოების საჭიროება მას შემდეგ
შეიქმნა რაც kovid-19-ი გავრცელდა, საქართველოში და ზოგადად
მსოფლიოში ამ პროდუქტზე ბოლო თვის განმავლობაში გაზრდილია
მოთხოვნა.