იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა იმატა
17 / მარტი 2020
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა იმატა
იტალიაში ბოლო 24-საათში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 345-ით გაიზარდა, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ კი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3526-ს მიაღწია.
ხვალ ,,მადლიერების ტაშის''  აქცია გაიმართება
17 / მარტი 2020
ხვალ ,,მადლიერების ტაშის'' აქცია გაიმართება
ხვალ მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორ 3”-ის თანაორგანიზებით “მადლიერების ტაშის” აქცია გაიმართება.
ერთსა და იმავე დროს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევებენ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

„ეს არის მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღირებას, მეორე მხრივ, კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით. ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში. საქართველოს მოქალაქეები ამ მიზნით 18 მარტს, 21 საათზე გაერთიანდებიან“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდა
17 / მარტი 2020
კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდა
საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესითა და ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმადაც, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება კარანტინის წესს, მას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს.

ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ერთად, უფლებამოსილი იქნება, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, როგორც პრევენციული ღონისძიება, გამოიყენოს დამრღვევი ფიზიკური პირის საკარანტინო სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა.
რაც შეეხება "სისხლის სამართლის კოდექსში" განსახორციელებელ ცვლილებებს, კანონის პროექტის მიხედვით, თუ კარანტინის წესს დაარღვევს ადამიანი, რომელსაც ამავე ქმედების გამო უკვე შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ან ამ ქმედებისთვის ნასამართლევია, მაშინ ასეთ პირს მიესჯება შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა სოფელ აწყურთან
17 / მარტი 2020
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა სოფელ აწყურთან
დღეს, 17 მარტს ახალციხეში, სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრანსპორტი მოუცურდა.შემთხვევა, სოფელ აწყურთან მდებარე ხიდზე დილის საათებში მოხვდა , ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე'' ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპის ჩემპიონატი 2020" 2021 წელს ჩატარდება
17 / მარტი 2020
გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპის ჩემპიონატი 2020" 2021 წელს ჩატარდება
UEFA-ს გადაწყვეტილებით, "ევროპის ჩემპიონატი 2020", სავარაუდოდ 2021 წელს გაიმართება.
,,ველოდებით კორონავირუსის უფრო მეტ გავრცელებას''- ეკატერინე ტიკარაძე
17 / მარტი 2020
,,ველოდებით კორონავირუსის უფრო მეტ გავრცელებას''- ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ასევე იმ მედპერსონალთა რაოდენობა, რომლებიც სტაციონარში მყოფ პაციენტებს მკურნალობენ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა
17 / მარტი 2020
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა
ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დამტკიცების შემდეგ სხდომათა დარბაზში საქართველოს ჰიმნი შესრულდა. შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნინო ქადაგიძეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა.
ვის უნდა მივმართოთ თუ პირი თვითიზოლაციის წესებს არღვევს
17 / მარტი 2020
ვის უნდა მივმართოთ თუ პირი თვითიზოლაციის წესებს არღვევს
შსს-ს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ახდენენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგს.
ბორჯომში, ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო
17 / მარტი 2020
ბორჯომში, ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში დღეიდან დეზინფექცია დაიწყო. სამუშაოები ჩატარდა ქალაქის მასშტაბით 11 ეკლესია-მონასტერში.
თვითიზოლაციის წესების დარღვევა შესაძლოა დასჯადი გახდეს
17 / მარტი 2020
თვითიზოლაციის წესების დარღვევა შესაძლოა დასჯადი გახდეს
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თვითიზოლაციის თუ კარანტინის წესების დარღვევა შესაძლოა დასჯადი გახდეს.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.